თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
19-09-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეებთან შესახვედრად დირექტორი აზა გადელია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - მოირთო სასკოლო სივრცე, განთავსდა დეკორაცია, მასწავლებლებმა კი კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. პედაგოგებმა პატარები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

პატარებს კომპიუტერებთან ერთად გადაეცათ სპეციალური საჩუქრები. 

სკოლის დირექტორი - აზა გადელია სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს აკადემიური წლის დაწყებას და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას უხდის ბავშვების დასაჩუქრებისთვის.

„მთელი ქვეყნის სასკოლო საზოგადოებას ჩემი სკოლიდან ვულოცავ ახალ სასწავლო წელს, ახალი წარმატებებით დახუნძული წელი გვქონდეს.

15 სექტემბერი თამაკონში გამორჩეული იყო სოფლის ხელმძღვანელობა ეწვია ორივე კორპუსში პირველკლასელებს და საჩუქრებით მიულოცა სასწავლო წლის დაწყება

მადლობა ბატონებს: გოჩა ნაროუშვილს გოჩა ჩაგუნავას ირაკლი ფირცხალავას ბავშვების გახარებისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203