ლეცავეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და ახალი ენერგიით განაახლეს
19-09-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით დაიწყეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნეს და მათ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც ცოდნის ტაძარში პედაგოგები დიდი სიყვარულით შეუძღვნენ

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ნაყოფიერ აკადემიურ წელს უსურვებს. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ახალი შემართებითა და ენერგიით განაახლა ლეცავეს საჯარო სკოლამ მუშაობა, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს ვუსურვებთ ჩვენს პედაგოგებსა და აღსაზრდელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203