ნოღის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
19-09-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

სკოლის დირექტორი ირაკლი დამენია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე გამორჩეულად ზრუნავენ. წელსაც, მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად ექციათ. 

დღესასწაულის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ. სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მათ დირექციამ და მასწავლებლებმა სიხარულად უქციეს, მოსიყვარულე და მზრუნველმა პედაგოგებმა პატარები დიდი სიყვარულით მიიღეს და ცოდნის ტაძარში სიხარულით შეუძღვნენ. პატარებს საზეიმოდ გადაეცათ მათი კუთვნილი კომპიუტრები

მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა დირექტორმა ირაკლი დამენიამ და ნაყოფიერი სასწალო წელი უსურვა. 

„ნოღის საჯარო სკოლის პირველკლასელებს, მასწავლებლებს და ყველა მოსწავლეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებ წარმატებებს და ბედნიერ დღეთა სიმრავლეს“,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203