სასაშის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი სოფიკო ონიანი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა 
19-09-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის პედაგოგი - სოფიკო ონიანი, ახალი თაობების აღზრდა-განათლებას მრავალი წელია ღირსეულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. 

მისი ღვაწლი და დამსახურება საზეიმოდ აღინიშნა. პედაგოგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დააჯილდოვა.

სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიხარულით ულოცავენ. 

„გილოცავთ ამ ღირსეულ ჯილდოს! ეს არის თქვენი დაუღალავი შრომის, სიყვარულისა და პროფესიონალიზმის უდიდესი დაფასება. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და თქვენი წარმატება მთელი სკოლის გამარჯვებაა.

ასევე ვულოცავთ ყველა იმ პედაგოგს და სკოლებს ვინც ეს ჯილდო დაიმსახურა.

განსაკუთრებული მადლობა განათლების მინისტრს სტუმრობისთვის და ამ ღირსეული დღის გაზიარებისთვის. თქვენი მხარდაჭერა დიდ სტიმულს გვაძლევს მომავალ წარმატებებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203