
8-10 სექტემბერს ქობულეთში კოლეჯი „ახალი ტალღა“ მასპინძლობდა ინტეგრირებული ზოგადი მოდულის „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ ტრენინგს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის მასწავლებლები. სკოლაში წელს სტუდენტთა მიღებას იწყებს პროფესიული პროგრამა კომპიუტერული ქსელები და სისტემები. ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებლების მომზადებას ამ სიახლისათვის.
პედაგოგები სამი დღის განმავლობაში ეუფლებოდნენ თანამედროვე სასწავლო მიდგომებს, აზიარებდნენ გამოცდილებას და იღებდნენ ახალ ცოდნას. ტრენინგის ფორმატი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო, შეჯერებული თეორიულ-ინფორმაციული და და პრაქტიკული აქტივობებით.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების ახალი გზები, განეხილათ აქტუალური გამოწვევები და მიეღოთ რეკომენდაციები, რომლებიც მათ მომავალ საქმიანობაში გამოადგებათ.
„ეს სამი დღე იყო ცოდნისა და ინოვაციის ახალი ტალღა, რომელიც უდაოდ ხელს შეუწყობს ჩვენს პროფესიულ განვითარებას და სკოლის საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას“,- აღნიშნეს შორაპნის სკოლის პედაგოგებმა.
ისინი ყოველთვის მზად არიან გაუმკლავდნენ ყველა სიახლესა და გამოწვევას, რათა მოსწავლეებს შესთავაზონ საინტერესო და თანამედროვე სასწავლო პროცესი.
სკოლაში ტრენინგის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან ამ საინტერესო შესაძლებლობისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერებს შედეგიანი დღეებისა და პროფესიული განვითარებისთვის შექმნილი შესაძლებლობებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: