სქემაში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა, სტატუსების მიხედვით, ცნობილია
19-09-2025

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი დოკუმენტი 2025 წლის I-VI თვეს მოიცავს, სადაც საუბარია იმაზე, თუ რამდენ პედაგოგს აქვს უფროსის, წამყვანი, მენტორის სტატუსი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ  ქვეპროგრამის „მასწავლებლის და დირექტორის პროფესიის რეგულირება“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 167 მასწავლებელს და 47 სპეციალურ მასწავლებელს, ასევე ამასთან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 63 პირი, ხოლო მაძიებლობის პროგრამაში შემავალი აკადემიური კურსი წარმატებით დაასრულა 144-მა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლობის მაძიებლებთან და ტუტორებთან;

საანგარიშო პერიოდში სქემის ფარგლებში გადანაწილებული იყო საჯარო სკოლების 52 083 მასწავლებელი. მათ შორის: პრაქტიკოსი/მაძიებელი/უსტატუსო - 4 491 (8,6 %), უფროსი - 37 880 (72.7 %), წამყვანი - 8 890 (17,1 %), მენტორი - 822 (1.6%). ასევე, სქემის ფარგლებში გადანაწილებულია საჯარო სკოლების 2 351 სპეციალური მასწავლებელი. მათ შორის: პრაქტიკოსი/ უსტატუსო - 634 (27 %) მასწავლებელი, უფროსი - 1 707 (72.6%), წამყვანი - 10 (0.4 %).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203