ვაკის პარკში ღია გაკვეთილის დროს ხე წაიქცა - დაშავდა პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა
ვაკის პარკში, ტერიტორიაზე სადაც კერძო სკოლის „სენტ- ეგზიუპერის“ მასწავლებლი ღია გაკვეთილს ატარებდა, ხე წაიქა - დაზიანება მიიღო პედაგოგმა, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა. ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქე ნათია გაბუნიამ გაავრცელა.
„მშვიდობით სავსე ქალაქში, რამდენიმე წუთის ჩამოვარდა უზარმაზარი ხე. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჩემი შვილი კლასელებთან ერთად სკოლის ღია გაკვეთილს ესწრებოდა.
მცირე დაზიანება მიიღო მასწავლებელმა,რომელიც ბავშვებს გადაეფარა. დაისტრესა ყველა ბავშვი და ტირიან გაუჩერებლად. ეს მოხდა ვაკის პარკში,სადაც რა ტრაგედიაც მოხდა ვიცით ყველამ“, - წერს გაბუნია გავრცელებულ პოსტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ვცადეთ სკოლის ხელმძღვანელთან დაკავშირება, თუმცა კონტაქტზე გასვლა ვერ მოვახერხეთ.
შემთხვევას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა: „ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? იქ არავინ იმყოფებოდა, გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა“.
იხილეთ ვიდეო: