ჩხუტელის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მარი სილაგაძეს ოქროს მედალი საზეიმოდ გადაეცა
18-09-2025

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, რაც მათ აკადემიურ მოსწრებასა და სასწავლო შემართებაზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

მათ შორისაა, მარი სილაგაძე, რომელსაც სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის სასწავლო მიღწევებით ამაყობენ და მას წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით; ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით.

ოქროს მედალს ის მოსწავლე მიიღებს, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალი კი იმ მოსწავლეს გადაეცემა, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203