
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. მათ პატარები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.
იხილეთ ფოტოები: