
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით განაახლეს.
ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა სასწავლო წლის ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა.
16 სექტემბერს, პედაგოგის ინიციატივით, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ეს გარემოსდაცვითი დღე.
მათ საკუთარი ხელით შექმნეს სახალისო და შემეცნებითი პოსტერი, საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ შეახსენეს სასკოლო საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი.
„ღონისძიებამ არა მხოლოდ ცოდნა და ინფორმაცია გაავრცელა, არამედ მოტივაციაც შეგვმატა — გავუფრთხილდეთ გარემოს, რადგან დედამიწა ჩვენი საერთო სახლია! ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ! ვამაყობთ ჩვენი კრეატიული და აქტიური მოსწავლეებით, წარმატებას ვუსურვებთ მოსწავლე-მასწავლებელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: