
საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ახალი, 2025-2026 სასწავლო წელი, როგორც ყოველთვის, საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ წმიდა თამარ მეფის პარაკლისი გადაიხადა და მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს და თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით სახელმწიფო და საეკლესიო დროშები აღიმართა.
ასევე, გიმნაზიის რექტორი შეხვდა ყველა კლასს, დაულოცა მათ სასკოლო გზა და უსურვა წარმატებები.
მოტივირებულმა მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით განაახლეს.
იხილეთ ფოტოები: