ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკურ ნიმუშებს გაეცნობიან
29-06-2018
ხცისის საჯარო სკოლაში პროექტის - „კინო სკოლაში“ ფარგლებში კინოჩვენებები იმართება. პროექტს სკოლაში ეთო თიკანაშვილი ხელმძღვანელობს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკური ნიმუშებს ნახავენ. კინოჩვენების შემდეგ კი ფილმებს განიხილავენ.
პროექტი „კინო სკოლაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, იმართება.
პროექტი მიზნად ისახავს, მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციას.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის