
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.
მცირეკონტიგენტიან, საბაზო სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ. დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება ზეიმად უქციონ.
„ყოველი ახალი ბავშვის მიღებას სიხარულით ვხვდებით სასკოლო საზოგადოება, ყოველწრიულად ვუწყობთ პატარა ზეიმს, პირველკლასელებს კი გადავცემთ მათ კუთვნილ კომპიუტერებსა და წიგნებს“,- გვიყვება სკოლის დირექტორი იგორ აბუთიძე, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს.
„მოსწავლეებს ვუქმნით საზეიმო განწყობას, ჩვენი თბილი დამოკიდებულებით ვუღვიძებთ სწავლის სურვილს, ვასწავლით ინდივიდუალურად და ვცდილობთ ქვეყანას სასახელო შვილები გავუზარდოთ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში ტრადიციად არის ქცეული მოსწავლეთა თბილი და საზეიმო დახვედრა.
დირექციამ და პედაგოგებმა წელსაც დაამტკიცეს, რომ ჭელიაღელეს საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც სითბოსა და სიყვარულის გაზიარება სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.
იხილეთ ფოტოები: