თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია მუსერიძე გნათლების მინისტრმა მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის დააჯილოდვა 
18-09-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე, სასწავლო მოტივაციასა და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მასწავლებელია ფიქრია მუსერიძე, რომელიც განათლებული მომავალი თაობის აღზრდას არაერთი წელია ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში. 

პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. ფიქრია მუსერიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დააჯიდლოვა.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალზე მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც მომავალი თაობის აღზრდაში შეაქვთ.

თლუღის საჯარო სკოლაში პედაგოგს დამსაურებულ ჯილდოსა და ღვაწლის დაფასებას ულოცავენ. 

„ჩვენი სკოლის მასწავლებელს ფიქრია მუსერიძეს ვულოცავ დამსახურებულ ჯილდოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203