„ჩვენს სკოლაში გელოდებათ მეგობრობა და მხიარული დღეები, ერთად სწავლა და შემოქმედება“ - კვაცხუთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
18-09-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდ ზარ-ზეიმით შეაღეს. 

მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

სკოლის დირექტორმა, მანანა ნატმელაძემ მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„კეთილი იყოს ახალი სასწავლო წლის დაწყება!

ჩვენს სკოლაში თქვენ გელოდებათ მეგობრობა და მხიარული დღეები,

კლასში და სცენაზე - გუნდური მუშაობა.

ერთად სწავლა, შემოქმედება და ახალი გამოცდილება.

გელოდით დიდი სიყვარულით!“,- აღნიშნა მანანა ნატმელაძე და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯრებულ სასწავლო წელს დაჰპირდა. 

აღსამიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო შემართებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეთა განწყობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გამართული მრავალფეროვანი აქტივობებიც მეტყველებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203