თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი საზეიმო მიღებით დაიწყო
18-09-2025

თბილისის N31 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.

გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. დღესასწაულის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - ცნობისმოყვარე თვალებით, ემოციებითა და სწავლის წყურვილით. 

სკოლაში გაფენილ წითელ ხალიჩაზე ბავშვებმა სიამაყით გაიარეს.

დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მათთვის სასკოლო ცხოვრების დასაწყისი დაუვიწყარ ზეიმად ექციათ.

საზეიმოდ მოირთო სკოლა, საქართველოს ჰიმნის ფონზე, ტრადიციულად პირველკლასელმა აღმართა სახელმწიფო დროშა. პატარებს დღე გაუმხიარულეს ანიმატრებმაც, მათ ბავშვები სხვადასხავ სახალისო აქტივობებში ჩართეს, რის შემდეგაც პირველკლასელებს კლასებში მოსიყვარულე და მზრუნველი პედაგოგები შეუძღვნენ.

სასწავლო წელი არანაკლებ მხიარულად დაიწყეს სხვა კლასების მოსწავლეებმაც. დამრიგებლებმა მათ მოტივაციაზე იზუნეს და 15 სექტემბერი გაულამაზეს, მათ დასახვედრად საგანგენოდ მოემზადენენ და მოწერიგებული და მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

„ბავშვებო, წინ გელით ახალი თავგადასავლები, ცოდნის ზღვა და უამრავი მხიარული წუთი!

 ერთად ვისწავლით, ვითამაშებთ და შევქმნით დაუვიწყარ მოგონებებს!

წარმატებები ახალ სასწავლო წელს!“,- თბილი სიტყვებით მიმართა IVგ კლასის მოსწავლეება დამრიგებელმა, ნ. აბულაძემ.

პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით გაჯარებულ სასწავლო წელს დაჰპირდნენ, დირექციამ კი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203