
თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
მოსწავლეთა განწყობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გამართული აქტივობებიც მეტყველებს. ისინი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.
15 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა.
დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. პირველ სასწავლო დღეს პატარებს სკოლაში ანიმატორებმა უმასპინძლეს. მათ ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს.
სკოლის დორექტორმა - შორენა ღუდუშაურმა პატარებს დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიმართა და საინტერესო საგანმაანთლებლო თავგადასავალებით გაჯერებულ სასწავლო წელს დაჰპირდა.
„ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ“,- აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ვიდეო: