უწერის საჯარო სკოლის დირექტორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ნანული მეტრეველი განათლების მინისტრმა საზეიმოდ დააჯილდოვა
18-09-2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის დირექტორი ნანული მეტრეველი განათლებული ახალი თაობების აღზრდის საქმეს მრავალი წელია ღირსეულად ემსახურება. 

ახლახან, სკოლის ხელმძღვანელი და ამავე დროს ღვაწლმოსილი პედაგოგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დააჯილდოვა.

სკოლაში ახარებთ, რომ დირექტორის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა და მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას უსურვებენ. 

„ქალბატონ ნანულის, ჩვენი სკოლის საუკეთესო დირექტორს, მასწავლებელს, მეგობარს ვულოცავთ ღვაწლმოსილი პედაგოგის ჯილდოს მიღებას.

დიდი მადლობა მისი დაფასებისთვის და პატივისცემისთვის განათლების მინისტრს და მთლიანად ღონისძიების ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203