უფროსის სტატუსი 167 პედაგოგს და 47 სპეცმასწავლებელს მიენიჭა - ფინანსთა სამინისტროს ანგარიში
18-09-2025

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის I-VI თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა, სადაც საუბარი ეხება განათლებასაც.

მათ შორის, დოკუმენტში კითხულობთ, რომ ქვეპროგრამა „მასწავლებლის და დირექტორის პროფესიის რეგულირების“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში უფროსის სტატუსი მიენიჭა 167 მასწავლებელს და 47 სპეციალურ მასწავლებელს;

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ასევე ამასთან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 63 პირი, ხოლო მაძიებლობის პროგრამაში შემავალი აკადემიური კურსი წარმატებით დაასრულა 144-მა მასწავლებლობის მაძიებელმა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლობის მაძიებლებთან და ტუტორებთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203