
თბილისის N161 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება, ტრადიციულად, დღესასწაულია.
სკოლის დირექტორი თორნიკე გვენეტაძე და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ. წელსაც მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად ექციათ.
დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მათ დირექციამ და მასწავლებლებმა სიხარულად უქციეს. პირველ სასწავლო დღეს პატარებს ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. მხიარულების შემდეგ კი პირველკლასელებს დამირგებლები მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთაებში შეუძღვნენ. ცოდნის სამყაროში პატარებს მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები გაუწევენ, რომლებიც ბავშვებს დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
სკოლის დირექტორმა - თორნიკე გვენეტაძემ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: