თბილისის N64 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
18-09-2025

თბილისის N64 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

პირველი სასწავლო დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს, განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. პატარებს 15 სექტემბერს ანიმატორებმა უმასპინძლეს, რომელთაც ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს.

სკოლის დირექტორმა - ხათუნა შენგელიამ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სკოლაში“,- აღნიშნა დირექტორმა და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203