ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით, საზეიმოდ დაიწყეს
18-09-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას დიდი ენთუზიაზმითა და ახალი სასწავლო მიზნებით შეხვდნენ. 

სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა. 

მოსწავლეებთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ -  პედაგოგებმა ეზო და სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და გარემო ბუშტებით „გააფერადეს“.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს - წარმატებული წელი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203