ცხენთაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა საზეიმო მიღებით დაიწყო
18-09-2025

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწფო დროშის აღმართვით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღებითა და მისალმება-მილოცვით გაგრძელდა. 

მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად იზეიმეს. დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომ პირველი სასწავლო დღე ბავშვებისთვის დღესასწაულად ექციათ.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

„დაიწყო კიდევ ერთი ბობოქარი, საინტერესო, აღმოჩენებითა და გამოწვევებით დატვირთული სასწავლო წელი. ვულოცავთ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს. ვუსურვებთ ნაყოფიერი და წარმატებული იყოს ეს წელი თითოეული მათგანისათვის.

განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავთ ჩვენი მომავლის ვარსკვლავებს, ჩვენს პირველკლასელებს და დავულოცავთ გზას ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203