
ქუთაისის N38 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. რა თქმა უნდა, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორისაა ოქროსმედალოსან ამირან ჩხეტიანი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კუთვნილი მედლით საზეიმოდ დაჯილდოვდა.
სკოლის დირექცია ამაყობს კურსდამთავრებულის მიღწევებით და კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავს.
შეგახსენებთ, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით; ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით.
ოქროს მედალს ის მოსწავლე მიიღებს, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალი კი იმ მოსწავლეს გადაეცემა, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.
იხილეთ ფოტოები: