მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია
18-09-2025

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის გამოცხადებისას განსაზღვროს: „ტესტირებაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს“.

გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა სია, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა საგნის გამოცდაში, გამოცდაზე მიღებული შედეგის მითითებით“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203