ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს
18-09-2025

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს. 

პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და მოსწავლეებს ლამაზად მორთული საკლასო ოთხები დაახვედრეს. 

მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა დირექტორმა - ეთერ პაპავამ და ბავშვებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„ახალ სასწავლო წელს ახალი იმედებითა და გამოწვევებით ვხვდებით ხიდრის ოპტიმიზირებული სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. სწავლის დაწყების პირველ დღეს, ტრადიციულად ვუმასპინძლეთ ჩვენს საყვარელ დირექტორს ქალბატონ ეთერ პაპავას, რომელიც უჩვეულო სითბოთი და სიყვარულით მოვიდა და დადებითი ენერგიით დაგვმუხტა. გავამართლებთ თქვენს იმედებს კარგი სწავლითა და სანიმუშო დისციპლინით - ასეთია პატარების პირობა, რომელსაც უსათუოდ შეასრულებენ“,- გვიყვება პედაგოგი ცისნარი შველიძე.

პედაგოგები მოსწავლეებს წელსაც, საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ აკადემიურ წელს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203