სასწავლო წლის ფერადი, ლამაზი და შთამბეჭდავი დასაწყისი - ისრითის საჯარო სკოლაში 15 სექტემბერი დღესასწაულად იქცა 
18-09-2025

15 სექტემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გამართა. 

სკოლის ადმინისტრაციამ  და პედაგოგებმა ბავშვებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს შეჰპირდნენ. 

საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი შეამართებით შეაღეს.

ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ, მათ ცოდნის ტაძარში მოსიყვარულე და მზრუნველი პედაგოგები შეუძღვნენ და ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს. პატარები, ტრადიციულად, კომპიუტერებითა და „დედა ენით“ დასაჩუქრდნენ.

სკოლის დრეიქცია კიდევ ერთხელ ულოცავს სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას, მოსწავლეებს კი ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

„როგორი ფერადი, ლამაზი და შთამბეჭდავი დღე გვქონდა… გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203