ბერძენაულის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
18-09-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდ ზარ-ზეიმით შეაღეს. 

მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ. მათთვის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. პატარები კომპიუტერებითა და „დედა ენით“ დასაჩუქრდნენ, პედაგოგებმა კი მათ ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.

სკოლის დრეიქცია კიდევ ერთხელ ულოცავს სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას, მოსწავლეებს კი ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

„ბერძენაულის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას. უსურვებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203