ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანი ქარსელაძე მინისტრმა დააჯილდოვა-ღონისძიებაზე აღინიშნა ოქორსმელადლოსანი მართა ვეკუას სწავლაში მიღწეული წარმატებაც
18-09-2025

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე, მოტივაციასა და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

სწორედ ასეთი ღვაწლმოსილი პედაგოგია ნანი ქარსელაძე, რომელიც მომავალი თაობების განათლებას არაერთი წელია ემსახურება და თავისი ღირსეული წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

სასიხარულოა, რომ პედაგოგის ღვაწლი აღინიშნა, ის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძე საზეიმოდ დააჯილდოვა. 

ამავე, ღონისძიებაზე მინისტრმა დააჯილდოვა გასული სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებულები, რომელთა შორის დასახელდა  ბარდნალის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული მართა ვეკუა.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის დაფასება, წარმატებულ კურსდმთავრებულს კი ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებელში. 

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

სასიხარულოა, რომ მუნიციპალიტეტის სკოლებიდან შერჩეულ ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის ჩვენი სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ქალბატონი ნანი ქარსელაძეა, რომელიც დღესაც ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს მუშაობას და მუდამ სიახლეების ძიებაშია.

ვულოცავთ ნანი მასწავლებელსა და მასთან ერთად სხვა სკოლების ასეთივე დიდი გამოცდილების მქონე დაუღალავ პედაგოგებს: ლეილა ფუტკარაძეს, გრიგოლ ბურჯალიანს, ზაურ გოლეთიანს, ტრისტან გუგავას მათი შრომის აღიარება-დაფასებას და კვლავ სიხარულითა და წარმატებებით სავსე სასწავლო წელს ვუსურვებთ!

მინისტრმა ასევე დააჯილდოვა გასული სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებულები, რომელთა შორის ჩვენი კურსდამთავრებული, ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი მართა ვეკუაცაა.

(საპატიო მიზეზით არყოფნის გამო მედალი დედას, ჩვენს კოლეგას, ოთხი საუკეთესო შვილის მშობელს, მარიკა ხაბულიანს, გადაეცა).

ვულოცავთ მართას და ჩვიდმეტივე წარმატებულ ლეჩხუმელ ახალგაზრდას და წინსვლა-წარმატებებს ვუსურვებთ კვლავაც!

ასე რომ ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო და, იმედია, ასევე გაგრძელდება!

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს!“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის მთვარისა ახვლედიანის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203