„თქვენი გამარჯვება სკოლის გამარჯვებაა!“ - დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასაწავლებელი ზამირა დრიაევა განათლების მინისტრმა დააჯილდოვა
18-09-2025

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი მასწავლებლებით. მათ შორის აღსანიშნავია ღვაწლოსილი პედაგოგი - ზამირა დრიაევა, რომელიც ახალი თაობის განათლებას არაერთი წელია ემსახურება და ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღმისეული განათლება მისცეს. 

ახლახან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.

მათ შორის იყო დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ზამირა დრიაევა. 

სკოლაში პედაგოგის ღვაწლის დაფასება ახარებთ და მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ. 

„გილოცავთ, ღირსეულ აღიარებას!

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ზამირა დრიაევა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ დაასახელა ღირსეულ პედაგოგთა შორის და სიგელით დააჯილდოვა. გილოცავთ ზამირა მასწავლებელო სკოლის სახელით ამ ჯილდოს.

ეს აღიარება არის არა მხოლოდ თქვენი პირადი წარმატება, არამედ ჩვენი სკოლის დიდი სიხარულიცა და სიამაყეც. წლების განმავლობაში თქვენი შეუდრეკელი შრომით, ბავშვებისადმი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით შექმენით ის გზა, რომელიც დღეს უკვე ქვეყნის მასშტაბით დაფასდა.

თქვენი მიღწევა ყველასათვის უდიდესი სტიმულია. გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს და მუდმივ ბედნიერებას, რათა კიდევ მრავალი თაობა აღზარდოთ თქვენი მაგალითითა და სითბოთი.
თქვენი გამარჯვება ჩვენი სკოლის გამარჯვებაა!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203