
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დღესასწაულად უქციეს. პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
დირექტორმა, ნანა ქარციძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ეს დღე ყოველთვის არის სავსე სიხარულით, მოლოდინით, აღმაფრენით.
ჩვენ ერთად ვიწყებთ გზას, რომელიც მიგვიყვანს სიახლეებამდე, გამოცდილებამდე, წარმატებამდე...
ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სითბო, სიყვარული და ცოდნა სინთეზშია. მინდა ეს წელი იყოს მშვიდობიანი, ნაყოფიერი, წარმატებული ...
საძირკველი ჩაყრილია, დუღაბი მტკიცეა, მასწავლებელთა შრომა დაფასდა, სკოლის 3 მედალოსანი: გიორგი მესხია, რეზი არველაძე და გიორგი გველესიანი - სამივე სტუდენტი გახდა,, მათგან ერთმა -გიორგი მესხიამ - უმაღლესი ქულებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები სამივე საგანში და მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, ეს სკოლის წარმატების გარანტიაა...
გილოცავთ, კოლეგებო, ჩემო მოსწავლეებო, მასწავლებლებო...
წარმატებული სასწავლო წელი ყოფილიყოს... მოლოდინი დიდია... “,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით განაახლეს.
იხილეთ ფოტოები: