გომაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებითა და პირველკლასელთა დასაჩუქრებით დაიწყო 
18-09-2025

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწფო დროშის აღმართვით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღებითა და მისალმება-მილოცვით გაგრძელდა. 

მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს. დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომ 15 სექტემბერი მოსწავლეებისთვის დღესასწაულად ექციათ.

ღონისძიებაზე უმასპინძლეს  მუნიციპალიტეტის მერ გოჩა ქიმაძეს, მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილს, მერიის და საკრებულოსა წარმომადგენლებს, ასევე ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილს. მათ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 

პირველკლასელებს, ადიგენის მერის ინიციატივით, მერიისაგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნაკრები გადაეცათ. საჯარო სკოლის პირველკლასელებმა განათლების სამინისტროს საჩუქრებიც - სახელმძღვანელოები და ნეთბუქებიც მიიღეს.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები და სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გადასცა გომაროს საჯარო სკოლის დირექტორმა, თენგიზ გობაძემ.

სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203