100 ლარს ეს ოჯახები ყოველთვე მიიღებენ - „იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა“
21-09-2025

ფოთის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია ახალგაზრდების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც არაერთ ღონისძიებას ითვალისწინებს. მათ შორის იმ მარტოხელა მშობლების დახმარებას, ვისაც ჰყავს 18 წლამდე მოზარდი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ: სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო, მარტოხელა მშობელთა უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა მშობლებს 100 ლარის ოდენობით, მოზარდის 18 წლის ასაკის შესრულებამდე“.

მატერიალური დახმარების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მარტოხელა მშობელმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც  უნდა დაერთოს:

1) პირადობის მოწმობის ასლი;

2) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

3) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ მარტოხელა მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.

4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).

5) საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა მშობლებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203