ზედა გორას საჯარო სკოლას პროექტში გამარჯვებისთვის სასწავლო რესურსები გადაეცემა 
18-09-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა სასწავლო რესურსებით გამდიდრდება. 

სკოლის მასწავლებლის - ირინა მაწკეპლაძის განაცხადი პროექტში - „სგმგ სკოლებისთვის“  დაკმაყოფილდა. 

პროექტ „სგმგ სკოლებისთვის“ ფარგლებში, სკოლებიდან სულ 23 განაცხადი შევიდა, რომელთაგან კრიტერიუმი (მცირეკონტიგენტიანი/მაღალმთიანი) დააკმაყოფილა 16-მა სკოლამ.

ორგანიზაციის წევრებმა, ფარული ხმის მიცემის შედეგად, გამოავლინეს გამარჯვებული სამი სკოლა, რომელთაც საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება დაეხმარება, მათ მიერ განაცხადში მითითებული რესურსებით. 
მათ შორისაა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა.

„ჩემი განაცხადი გამარჯვებულთა შორისაა, უდიდესი მადლობა ნდობისთვის თქვენი დახმარებით შეძენილი წიგნები ზედა გორას სკოლის მოსწავლეებისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება წიგნიერი თაობა უკეთესი მომავალის საწინდარია!“- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს პროექტში გამარჯვება. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203