განაცხადის შეტანის ვადა დღეს, 29 სექტემბერს იწურება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
28-09-2025
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადის გაკეთების ვადა 29 სექტემბრს 18:00 საათზე იწურება. 
 
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
 
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
 
აპელაციისათვის გადახდილი თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203