
15 სექტემბერი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, ცოდნის დღესასწაულია. სკოლაში, სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლის დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ. დილიდანვე ფუსფუსი იყო საზეიმოდ მორთულ ეზოში. თავი მოეყარათ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა თუ ნათესავებს.
ზეიმი სკოლის დირექტორის სიტყვით გაიხსნა. მას ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ტრისტან მურადაშვილი შეუერთდნენ. მოსწავლეებს წარმატებული მომავალი და ბედნიერი ბავშვობა უსურვეს მათ.
ზეიმზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, ცეკვა და სიმღერა. მოსწავლეებმა სათხუთმეტსექტემბრო სიხარული მთელ სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
„მშვიდობიანი სასწავლო წელი ჰქონოდეს ჩვენს სკოლას და მთლიანად საქართველოს“,- აღნიშნავენ სკოლაში, მოსწავლეებს კი საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: