„გრძელდება გზა ცოდნის მწვერვალებისაკენ“ - ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
18-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

ახალი თაობის მიღება სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ.

„სკოლა სოფლის მთავარი სასიცოცხლო ძარღვია. სანამ სკოლა არსებობს, თემს მიგრაცია ვერაფერს დააკლებს, ამიტომაც ერკეთის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს განსაკუთრებულად მოელოდა სასკოლო საზოგადოება და თემი“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც, სასწავლო პროცესი, ტრადიციულად საზეიმოდ განახლდა. 

პირველკლასელებს სამახსოვრო საჩუქრები და კომპიუტერები გადაეცათ, წარჩინებულებსა და კონკურსებში გამარჯვებულებს კი - სიგელები.

სკოლის დირექცია და პედაგოგები სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით გაჯერებულ აკადემიურ წელს ჰპირდებიან. 

 „დაიწყო ახალი სასწავლო წელი, გრძელდება გზა ცოდნის მწვერვალებისაკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203