
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და მოტივაციით დაიწყეს.
ტრადიციულად, სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას სრული მზადყოფნით შეხვდა. სკოლაში მისულ მოსწავლეებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე, მოსიყვარულე პედაგოგები დახვდათ.
გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში დაბრუნება ზეიმად ექციათ.
სკოლის დირექტორმა - დალი ტაბატაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლება და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებული, ნაყოფიერი და საინტერესო სასწავლო წელი ყველას!“,- აღნიშნა დირექტორმა.