
თბილისის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. მასწავლებლები ბავშვების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს ზღაპრული განწყობა შეუქმნეს.
ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ, მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგების დახმარებით მათ ცოდნის ტაძარში თამამად შეაბიჯეს. მასწავლებლები პატარებს საინტერესო საგანმანათლებლო თავადასავალს ჰპირდებიან.
სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა, ქეთევან თევდორაშვილმა.
მისი ხელმძღვანელობით, თბილისის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა, ყოველდღიური სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, 15 სექტემბერი კი ნამდვილი დღესასწაული.
იხილეთ ფოტოები: