
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებმა საგანგებოდ მორთული სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს. გამართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა.
ამ მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ დაჯილდოვდნენ გასული სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეები.
დღესასწაულის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - თვალებგაბრწყინებული, ახალი ემოციებითა და სწავლის წყურვილით.
პატარებს ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები შეუძღვნენ და მათ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ.
„ახალი 2025-26 სასწავლო წლის პირველი დღე
აქ ჩვენი ბავშვების ანთებული თვალები და ბედნიერი სახეებია იმედებით და მოლოდინებით.
ბავშვებო, ჩვენ მზად ვართ, გავამართლოთ თქვენი მოლოდინები.
ჩვენ მზად ვართ, შეგიქმნათ სასკოლო გარემო თქვენი უნარების რეალიზებისათვის და თქვენი ბედნიერი სასკოლო ცხოვრებისათვის.
ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პირველი სასწავლო დღის ფოტოებს გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: