
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში ახალი, 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომ პირველი სასწავლო დღე მოსწავლეებისთვის დღესასწაულად ექციათ.
დღესასწაულის მთავარი გმირები კი, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ. მათთვის სასკოლო ცხოვრების დაწყება დაუვიწყარ მოგონებად იქცა. მასწავლებლებმა პატარებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და ცოდნის ტაძარში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო! გილოცავთ, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: