
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლას წელს 16 პირველკლასელი ჰყავს. ამ დღის მთავარი გმირებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. პატარებს მეთორმეტე კლასელი მოსწავლეები საზეიმოდ დახვდნენ, სიმღერებით და ლექსებით გაულამაზეს სკოლის პირველი დღე.
შესრულდა საქართველოს ჰიმნი, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ღიმილით შეხვდნენ პატარებს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ არაგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამის დადასტურება მოსწავლეთა სადრესასწაულო მიღებაც.
„პატარები ბედნიერებისა და კმაყოფილებისაგან იღიმებოდნენ, მხიარულად გაეშურნენ საკლასო ოთახისკენ“,- გვიყვებიან სკოლაში და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ვიდეო