
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე, წარმატებულ მომავალსა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პედაგოგია ზოია ჯოხაძე, რომელიც ახალი თაობის განათლებას არაერთი წელია ემსახურება და ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღმისეული ცოდნა მისცეს.
ახლახან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.
მათ შორის იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის მასწავლებელი ზოია ჯოხაძე.
სკოლაში ახარებთ, რომ პედაგოგის ღვაწლი აღინიშნა და მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„ვულოცავთ ზოია მასწავლებელს დამსახურებულ ჯილდოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: