მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი რეაბულიტირებულ შენობაში, საზეიმოდ დაიწყეს 
17-09-2025

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი რეაბილიტირებულ შენობაში, საზეიმოდ განაახლეს.

15 სექტემბერს სოფელ მაკვანეთის ახლადრეაბილიტირებული სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

სკოლის გახსნის ღონისძიებაათან ერთად, გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც, რამაც 15 სექტემბერი სასკოლო საზოგადოებისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია. 

სკოლის დირექტორმა, ამირან თოიძემ სასკოლო საზოგადოებას 2025-2026 სასწავლო წლის, ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„გილოცავთ ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას! ეს წელი წარმატების, წინსვლის და ახალი გამარჯვებების წელი ყოფილიყოს ბავშვებო!  გილოცავთ,ბავშვებო, ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას. ბედნიერებითა და წარმატებით სავსე წელი ჩვენს პირველკლასელებს!!“,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203