„ერთად შევქმნათ ისტორია, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“- საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში
17-09-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში დაბრუნება ზეიმად ექციათ. მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის ტაძარში სიხარულით შეუძღვნენ და წელსაც, საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ. 

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალი სასწავლო წლის სამყაროში! სკოლა კვლავ გაივსო ბავშვების ხმაურით, ღიმილითა და შემოქმედებითი ენერგიით. დაე, ეს წელი ყოფილიყოს სავსე სითბოთი, ბედნიერებითა და წარმატებით. ერთად შევქმნათ ისტორია, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“,- აღინიშნა სკოლაში. 

სასიხარულოა, რომ დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში ტრადიციად არის ქცეული მოსწავლეთა თბილი და საზეიმო დახვედრა. დირექციამ და პედაგოგებმა წელსაც დაამტკიცეს, რომ სტეფანწმინდის N1 სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ცოდნას იღებენ, არამედ სიყვარულსა და მზრუნველობას სწავლობენ. 

მოტივირებულმა სკოლის მე-4 კლასელებმა სპეციალური მისალოცი ვიდეორგლიც ჩაწერეს, სადაც სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ და ნაყოფიერ სასწავლო პროცესს უსურვებენ. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203