
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწფო დროშის აღმართვით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღებითა და მისალმება-მილოცვით გაგრძელდა.
მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს. დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომ 15 სექტემბერი მოსწავლეებისთვის დღესასწაულად ექციათ.
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
„ყველას გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ჩვენს განსაკუთრებულ ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს ნაყოფიერ, წარმატებულ და ფერად სკოლის ცხოვრებას ვუსურვებთ.
გახსოვდეთ, თქვენს სკოლას უყვარხართ ისეთი როგორიც ხართ გულით, ფერებით, სურვილებით და პატარა გამარჯვებებით“,- აღინიშნა სკოლაში.