სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
17-09-2025

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ახალი, 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დღესასწაულად უქციეს. პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

„ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

- ჩვენო პირველკლასელებო, ლამაზებო და ციმციმებო, წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს ის წლები, რომელიც სკოლაში უნდა გაატაროთ.

- მშობლებო, როგორც ყოველთვის თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. გვეამაყებით!

- ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო გვიყვარხართ და გვეიმედებით!

- წარმატებები ყველას.

მამა კონსტანტინე ლურსმანაშვილი - „სწავლა და ცოდნა ღვთის ნაბოძები ნათელია, რომელიც ადამიანს გზას უნათებს“.

ახალი სასწავლო წელი ახალი გზაა, ახალი სიბრძნის დასაწყისი. ნურავის შეგვეშინდება შრომისა, რადგან შრომით და ცოდნით ვდგებით მტკიცედ, როგორც პიროვნებები და როგორც ერი. ღმერთმა ნათელით შეგვივსოს ჩვენი გონება და გული. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დიდ ოჯახს. სტეფანწმინდის გიმნაზია“,- ვკითხულობთ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203