ბეშთაშენის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
17-09-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლა ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას ზარ-ზეიმით შეხვდა. 

გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ, სასკოლო გარემო მორთეს, ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

ამ დღის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. პატარებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. მათ ცოდნის სამყაროში მეგზურობას მოსიყვარულე და მზრუნველი მასწავლებლები გაუწევენ. 

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!

„ვინც სწავლას წყვეტს, ახალგაზრდობის მიუხედავად ბერდება; ვინც სწავლობს, მუდამ ახალგაზრდაა.“ – ჰენრი ფორდი.

გისურვებთ, რომ მუდამ ახალგაზრდულად და ენერგიულად შეხვდეთ ცოდნის გზას.

წინ გელით ახალი აღმოჩენები და წარმატებები!“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203