საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების საკითხს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა
29-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების საკითხთან დაკავშირებით უპასუხა. მისი თქმით, კონდიციონერების არარსებობის საკითხს მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავენ: 

„საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების არარსებობა არის ძალიან ცუდი - მე ასე შევაფასებდი. დღეს მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ვფიქრობ, რომ ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც, ალბათ, უკეთ შეიძლებოდა. გავერკვევით, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება,“ - დასძინა მამუკა ბახტაძემ.  

როგორც ცნობილია, წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება კონდიციონერი. ამის შესახებ Etaloni.ge-სთან ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგამოცდო ცენტრების კონდიცირების საკითხზე განმარტებას აკეთებს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203