
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, რაც მათ აკადემიურ მოსწრებასა და მოტივაციაზე აისახება. რა თქმა უნდა, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ.
მასწავლებელი ნანი მაკარაძე კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობს და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
„თქვენთან ერთად მიხარია და თქვენთან ერთად ბედნიერი ვარ ჩემო საამაყო გოგოებო!!!
გილოცავთ და გლოცავთ დიდი სიყვარულით! ვულოცავ საყდრიონის საჯარო სკოლას და მადლობას ვუხდი ყველა პედაგოგს, რომელთა წვლილი აღსანიშნავია თქვენს წარმატებაში! თქვენ ასახელეთ მშობლები, მასწავლებლები, სკოლა და რაიონი! მრავალი წინსვლა და წარმატება მოგველოცოს ჩვენო საყვარელო გოგოებო! მიყვარხართ და მეიმედებით! პატივისცემით თქვენი ნანი მასწავლებელი!“,- ვკითხულობთ პედაგოგის მისალოც წერილში.